GEO

პოლიურეა (მტკიცე/უწყვეტი მემბრანა)

პოლიურეა წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ორკომპონენტიან (A+B) ელასტომერულ ჰიდროსაიზოლაციო საფარს, რომელიც მიიღება სპეციალური დანადგარით შესხურების (spray) მეთოდით. მასალა სწრაფად და ძალიან მოკლე დროში ქმნის ერთიან, უწყვეტ და მონოლითურ ჰიდროსაიზოლაციო საფარს ზედაპირზე, ნაკერებისა და შეერთებების გარეშე.

პოლიურეა გამოირჩევა უკიდურესად მაღალი ელასტიურობით, მექანიკური გამძლეობითა და ქიმიური მდგრადობით. მისი მთავარი უპირატესობაა ის, რომ ქმნის 100%-იან წყალგაუმტარ დამცავ ფენას, რომელიც იცავს კონსტრუქციას წყლისგან, ტენიანობისგან, კოროზიისგან და კონდესატით გამოწვეული დაზიანებისგან.

ძირითადი მახასიათებლები

  • მაღალი ხარისხის ჰიდროიზოლაცია
  • მონოლითური საფარი – არ აქვს ნაკერები და შეერთებები
  • ძალიან სწრაფი გამყარება (რამდენიმე წამში)
  • მაღალი ელასტიურობა – არ იბზარება მოძრაობისას
  • მაღალი მექანიკური გამძლეობა (დარტყმა, ცვეთა)
  • ქიმიური მდგრადობა (მარილი, ზეთები, საწვავი და სხვ.)
  • UV დაცვის სისტემით შესაძლებელია გარე გამოყენება
  • მაღალი ადგეზია (მოჭიდება) სხვადასხვა ზედაპირზე
  • გამძლეა ტემპერატურული ცვლილებების მიმართ

გამოყენების არეალი

  • სამშენებლო და საცხოვრებელი სექტორი (ბრტყელი და დახრილი სახურავები, ტერასები, აივნები, სარდაფები, საძირკვლები)
  • სამრეწველო და ინფრასტრუქტურული ობიექტები (საწარმოო იატაკები, ავტოსადგომები, ხიდები, გვირაბები)
  • წყალთან დაკავშირებული ობიექტები (აუზები, წყალსაცავები, შადრევნები)
  • მეტალის კონსტრუქციები და კოროზიისგან დაცვა
  • ტრანსპორტი და სპეციალური დანიშნულება (სატვირთო მანქანები, ფურგონები)

რატომ პოლიურეა?

პოლიურეა განსაკუთრებით ეფექტურია იქ, სადაც საჭიროა: სწრაფი შესრულება, მაქსიმალური ჰიდროიზოლაცია, ძლიერი მექანიკური გამძლეობა და გრძელვადიანი დაცვა რთულ პირობებში.

პოლიურეა (მტკიცე/უწყვეტი მემბრანა)