პოლიურეთანის ქაფი - თბოიზოლაცია და ჰიდროიზოლაცია
დახურული უჯრედოვანი პოლიურეთანის ქაფი წარმოადგენს მაღალი სიმკვრივის, მყარ/ხისტ და წყალგაუმტარ თბოსაიზოლაციო მასალას, რომლის უჯრედოვანი სტრუქტურა სრულად დახურულია. ამის გამო მასალა თითქმის არ იწოვს წყალს და ქმნის დამატებით ჰიდროიზოლაციურ ბარიერს.
დახურულ უჯრედოვანი ქაფი გამოირჩევა ძალიან მაღალი თბოიზოლაციის კოეფიციენტით, მისი მაღალი სიმტკის წყალობით უზრუნველყოფს ხარისხიან ჰიდროიზოლაციას და ამასთან კრავს/აძლიერებს კონსტრუქციას.
ქაფი ისხმება სპეციალური დანადგარითა და გამოცდილი, კვალიფიციური ოპერატორების მიერ, რაც უზრუნველყოფს ზედაპირზე მონოლითურ საფარს, ნაკერების, ჰაერისა და წყლის შეღწევის გარეშე.
ძირითადი მახასიათებლები
- მაღალი სიმკვრივე და მყარი სტრუქტურა
- მაქსიმალური თბოიზოლაცია მცირე სისქით
- წყლის და ტენის მიმართ მაღალი მდგრადობა
- ჰიდროიზოლაცია
- გამძლეა გარე კლიმატური პირობების მიმართ
გამოყენების არეალი
- სახურავების გარე და შიდა თბოიზოლაცია
- ბრტყელი სახურავები
- ტერასების/აივნების ჰიდროიზოლაცია და თბოიზოლაცია
- საძირკვლების და მიწისქვეშა კონსტრუქციების იზოლაცია
- სარდაფები, ნესტიანი ზონები
- გარე კედლები და ფასადები
- სამრეწველო შენობები და საწყობები
- სამცივრე კამერები და ცივი შენახვის ობიექტები
- კონტეინერები, ავტოფურგონები, რეფრიჟერატორები
- აუზები/წყალსაცავები მაღალი ტენიანობის ზონებში
- მეტალის კონსტრუქციების თბოიზოლაცია, ჰიდროიზოლაცია და კონდენსატის კონტროლი
რეკომენდაცია
დახურულ უჯრედოვანი ქაფი საუკეთესოა გარე გამოყენებისთვის, მაღალი ტენიანობის პირობებში და იქ, სადაც საჭიროა მაქსიმალური თბოიზოლაცია და ჰიდროიზოლაცია.

